„ღვინის ეროვნული სააგენტო“ ევროპის მასშტაბით გამართულ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობს

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 16:22

„ღვინის ეროვნული სააგენტოს“ ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი და სააგენტოს წარმომადგენლები მომავალი კვირიდან სამუშაო ვიზიტით გაემგზავრებიან ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში, გამოფენებსა და საერთაშორისო კონფერენციებზე მონაწილეობის მისაღებად.

დაგეგმილი ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ქართული ღვინისა და ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციას და ასევე დამატებითი ბაზრების მოძიებას მსოფლიო მასშტაბით.

16 მარტს, ხორვატიის ქალაქ ზაგრებში გაიმართება ღვინის ტურიზმის რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია “Wine Pleasures”, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველო როგორც ღვინის ტურიზმისა და უძველესი ტრადიციების ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ქვეყანა.

17-18 მარტს გაიმართება საერთაშორისო გამოფენა ლონდონში- “The Real Wine Fair”, სადაც ქართული ბუნებრივ ღვინოებს 12 მწარმოებელი გამოფენს.

19 მარტს, გამოფენის დასასრულს, “ღვინის ეროვნული სააგენტოს” მონაწილეობით გაიმართება საღამო, სადაც სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდებიან.

აქვე დაგეგმილია შეხვედრა, ლონდონის “Vinopolise”-ის მუზეუმის ხელმძღვანელობასთან. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომლის კუთხეც არის წარმოდგენილი ლონდონის ღვინის უდიდეს მუზეუმში. ქართული სტენდი განკუთვნილია მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის გავრცელებისა და ცოდნის ამაღლებისათვის. აქვე შესაძლებელია ქართული ღვინის დაგემოვნებაც.

20-23 მარტს ბრუსელში გაიმართება მსოფლიო კონფერენცია “FIVS- Trade Policy Conference”. ეს არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ღვინის, ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებსა და სავაჭრო ასოციაციებს იმპორტ-ექსპორტის საკითხებში.

ამავე დროს, საქართველო, როგორც მსოფლიო ღვინის სავაჭრო ორგანიზაცია -“WWTG”-ის წევრი, სამუშაო ჯგუფთან ერთად ხელს აწერს ეტიკეტირების საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შეთანხმებას, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებისათვის. აღსანიშნავია, რომ მომავალ წელს -“WWTG” -ს წლიურ მსოფლიო კონგრესს საქართველო უმასპინძლებს, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას.

24-26 მარტის ჩათვლით, გერმანიის ქალაქ, დუსელდორფში გაიმართება საერთაშორისო გამოფენა “ProWein 2013”, სადაც ასოციაცია “ქართული ღვინო”-ს ორგანიზებითა „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ მხარდაჭერით, წარმოდგენილი იქნება ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია - სახელწოდებით “8000 Vintages”.

“ღვინის ეროვნული სააგენტო”, დიდ მადლობას უხდის საქართველოს საელჩოებს გერმანიასა და ინგლისში გაწეული დახმარებისათვის.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.72
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43