სასწრაფოს ყოფილმა და მოქმედმა ექიმებმა ქუთაისში აქცია გამართეს

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 15:51

სასწრაფოს ყოფილმა და მოქმედმა ექიმებმა ქუთაისში აქცია გამართეს. ექიმები სასწრაფოდან დათხოვნილი კადრების აღდგენას ითხოვენ, რაც შეეხება სასწრაფო სამედიცინო სამსახურის პერსონალს, მათი მოთხოვნებია ხელფასებისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების რაოდენობის გაზრდა, ასევე, სამსახურისათვის მისი ძველი შენობის დაბრუნება. გათავისუფლებული კადრების თქმით, მათ სამსახური 2011 წელს დაკარგეს, რაც ქუთაისში მოქმედი სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ჩათვლით, სადაზღვევო კომპანია „ალდაგმა“ შეიძინა.

ექიმების საპროტესტო აქციას სოლიდარობა გამოუცხადა „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის წარმომადგენლობამ.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44