სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაცია მომსახურების სააგენტოს ეწვია

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 15:24

სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის დელეგაცია შინაგან საქმეთა სამინიტროს მომსახურების სააგენტოს ეწვია. დელეგაციის წევრები სააგენტოს მუშაობის ძირითად პრინციპებს გაეცნენ.

მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა სტუმრებს სააგენტოს საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს .

დღესვე ორგანიზაციის გენერალური მდივანი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. შეხვედრისას მხარეები ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.

ცნობისთვის, დელეგაცია ორგანიზაციის გენერალური მდივნის, ნავაფ ალ სლეიბის ხელმძღვანელობით უკვე მესამე დღეა რაც საქართველოში იმყოფება.

დელეგაციის წევრები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის საწვრთნელ ბაზას და ,,112-ის ქოლ-ცენტრს" ეწვივნენ. სტუმრებმა მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46