მერი ან არასათანადოდ ინფორმირებულია, ან მიზანმიმართულად ცრუობს - ზაზა გაბუნია

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 14:43

როგორც ჩანს, ბატონი მერი ან არასათანადოდ ინფორმირებულია ან მიზანმიმართულად ცრუობს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია აცხადებს.

მისი თქმით, თვითმმართველობის რეფორმის ფარგლებში, რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ წარმოდგენილ კონცეფციაში, სრულიად ცალსახად იკითხება, რომ მერები და მათ შორის დედაქალაქის მერი ამომრჩევლის მიერ იქნება არჩეული. თბილისის მერმა კი განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც, 2014 წლიდან თბილისის მერი არჩევითი თანამდებობის პირი აღარ იქნება.

ზაზა გაბუნიას განცხადებით, დედაქალაქის მერმა იცის, რომ პირდაპირი გზით არჩეული მერი თბილისელების მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენს და რომ მათთვის მნიშვნელოვანია ამ ინსტიტუტის ამგვარი ფორმით არჩევითობა, ამიტომ ცდილობს, ამ დეზინფორმაციული განცხადებით შეცდომაში შეიყვანოს დედაქალაქის მოსახლეობა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42