მუსკომედიის თეატრის მსახიობი ბადრი ბეგალიშვილი გარდაიცვალა

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 15:11

მსახიობი ბადრი ბეგალიშვილი 80 წლის ასაკში, გუშინ, გვიან ღამით გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. ბადრი ბეგალიშვილს სამშაბათს დაკრძალავენ, მანამდე კი მას მუსკომედიის თეატრში გადაასვენებენ.

ბადრი ბეგალიშვილი მონაწილეობდა შემდეგ ფილმებში: „ჩარი რამა“, „თეთრი ბაირაღები“, „მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი“, „კაცია-ადამიანი?!“ „ჩირიკი და ჩიკოტელა“ და ა.შ.

მსახიობი დაიბადა 1933 წლის 5 აპრილს ქ. ქუთაისში. 1951 წელს დაამთავრა თბილისის 35-ე ვაჟთა საშუალო სკოლა. სხვადასხვა დროს მუშაობდა: ზუგდიდის თეატრში (1958-1960), საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიაში (1960-1961), მარჯანიშვილის თეატრში (1961-1962). 1963 წლიდან მუსიკალური კომედიის თეატრშია. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1980). საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.73
  • 3.22
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.61