საქართველო-რუსეთის დამოკიდებულება მთელი დემოკრატიული საზოგადოების პრობლემაა - დავით უსუფაშვილი

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 14:46

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილისა და  სენატორ ჯონ მაკკეინის შეხვედრის ერთ-ერთი თემა რუსეთ-საქართველოს შორის  სავაჭრო ურთიერთობებსაც შეეხო. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, სენატორი თვლის, რომ სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა  აუცილებელია.

"საუბარი იყო ახალი მთავრობის მცდელობაზე, რომ გარკვეული მიმართულებებით ყინული გალღვეს. მას არ ჰქონია არც ერთი კრიტიკული შენიშვნა. ის თვლის, რომ სავაჭრო ურთიერთობები აუცილებელია. აშშ-ს რუსეთთან აქვს სავაჭრო ურთიერთობები და რატომ არ უნდა ჰქონდეს სავაჭრო ურთიერთობა საქართველოს რუსეთთან. ის პრობლემა, რაც საქართველოს აქვს რუსეთთან, ეს არ არის მხოლოდ ქართველების პრობლემა, ეს არის მთელი დემოკრატიული საზოგადოების პრობლემა. ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა დემოკრატიული სამყარო და ეს მოქცევა ნიშნავს მოქნილობას და შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებს“, -განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯონ მაკკეინთან შეხვედრა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სენატორი საქართველოს დასახმარებლად ისევე როგორც ყოველთვის, ახლაც მზად არის.

"ეს იყო ძალიან კეთილგანწყობილი საქმიანი საუბარი, მათ შორის იმაზეც, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი კოჰაბიტაციის პროცესის სწორად და ნორმალურად დასასრულებლად. სენატორი მაკკეინი, როგორც ყოველთვის მზად არის დაეხმაროს საქართველოს და სწორი რჩევები მისცეს თავის ძველ მეგობრებს და ითანამშრომლოს ახალ მეგობრებთან ახალი ხელისუფლების სახით“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44