ვიგრძენი ცალსახა მხარდაჭერა ქართველი ხალხის არჩევანისადმი - დავით უსუფაშვილი

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 14:28

"ჩვენს პარტნიორებს მართლაც ძალიან აინტერესებდათ კიდევ ერთხელ და მკაფიოდ გარკვეულიყვნენ საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ კურსში, ეს იქნება საერთაშორისო პოლიტიკის მიმართულება თუ საშინაო პოლიტიკური პრიორიტეტები" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ამერიკაში ვიზიტის შეფასებისას განაცხადა.

დავით უსუფაშვილის შეფასებით, აშშ-ში ვიზიტი სასარგებლო, საინტერესო და დროული იყო. მისი თქმით, იმ კონგრესმენებთან შეხვედრებმაც კი, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერეს სახელმწიფო მდივანის, ჯონ კერისადმი მიმართვას, რომ სიფრთხილე გამოეჩინა საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, ყველაზე უკეთ ჩაიარა.

"მათ მთხოვეს, რომ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ სხვადასხვა მოვლენებთან დაკავშირებით. მათი სურვილი არის ერთადერთი - ახალმა ხელისუფლებამ თავიდანვე ძალიან მტკიცე პოზიცია დაიკავოს მთელ რიგ საკითხებში, მათ შორის დემოკრატიის სტანდარტებში“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრების დროს ყველა შეთანხმადა იმ პოზიციაზე, რომ 2003-2004 წლებში დიდი შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც ბევრმა ჩათვალა, რომ ხელისუფლებაში კარგი და სწორი ადამიანები მოვიდნენ და კონტროლი საჭირო აღარ იყო.

"ამის გამო შემცირდა დახმარება სამოქალაქო საზოგადოებისთვის და თავისუფალი მედიისთვის. ჩემი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ აღარ გავიმეოროთ ასეთი შეცდომა. ქვეყანას სჭირდება ძლიერი მთავრობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი მედია. ამ ყველაფერში ჩვენ ერთდოულად გვჭირდება დახმარება და ეს უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ვიზიტის დროს სხვადასხვა დონეზე და სხვადასხვა მიმართულებით თანამრომლობის პერსპექტივები გამოიკვეთა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, პენატაგონში და სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებში 50-მდე შეხვედრა გაიმართა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44