შესაძლოა, მთავარი პროკურორისათვის უცნობია ასეთი გამოძიების შესახებ - ირაკლი ოქრუაშვილი

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 14:04

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი მთავარ პროკურორს პასუხობს, რომელმაც უარყო მისი მოსმენების შესახებ გამოძიება. როგორც ოქრუაშვილი აცხადებს, საქმეების სიმრავლიდან გამომდინარე, შესაძლოა, მთავარი პროკურორისათვის უცნობია ასეთი გამოძიების შესახებ.

"ფაქტია, რომ გასულ კვირას მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამომძიებელ გიორგი მუჯირის მიერ დავიკითხე როგორც მოწმე. დაკითხვისას ამოსაცნობად წარმომედგინა თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერიდან ჩხრეკის შედეგად ამოღებული რამდენიმე საუბარი, განხორციელებული ე.წ. სკაიპის მეშვეობით, რომლებიც განხორციელდა ჩემს მიერ საფრანგეთიდან, ჩემი კომპიუტერით, გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში", აცხადებს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი.

მისივე თქმით, ანალოგიურ საქმეზე ორი დღის წინ დაიკითხა მისი ბიძაშვილი იოსებ გიგუაშვილი და მასაც წარედგინა ასეთი საუბრები ამოსაცნობად.

"ბოლო საუბარი რომელიც წარმოგვედგინა ორივეს, დათარიღებული გახლდათ 2012 წლის 11 ნოემბრით. თუ ეს ყველაფერი მომეჩვენა და სინამდვილეს არ შეესაბამება, მთავარ პროკურატურას ვთხოვ, გამოაქვეყნოს ჩემი დაკითხვის ოქმი, რაც ნათელს მოჰფენს ყველაფერს", - აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39