ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმა საქართველოს მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩააყენებდა

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 13:50

"როდესაც მაკკეინს ვუთხარი ახალი მთავრობის გადაწყვეტილება  სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ, ველოდი ცოტა უარყოფით რეაქციას, მაგრამ არანაირი უარყოფითი რეაქცია მას არ ჰქონია და როდესაც მოტივაციაც ავუხსენი, მითხრა რომ გადაწყვეტილება სწორია", - ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, ოლიმპიადაში დანარჩენი დემოკრატიული სამყარო მონაწილეობს და ოლიმპიადაში მონაწილეობაზე უარის თქმას საქართველოს მხრიდან შედეგად შესაძლოა მხოლოდ ის მოჰყვეს, რომ საქართველო კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, რუსეთთან ურთიერთობაში საქართველომ ისეთი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რომლის დროსაც საქართველოს მეგობრები და პარტნიორები ჩვენი ქვეყნის გვერდით იქნებიან, კონტექსტიდან ამოვარდნა კი ქვეყანას კიდევ უფრო რთულ ვითარებაში ჩააგდებს.

სენატორ ჯონ მაკკეინსა და დავით უსუფაშვილს შორის შეხვედრა დაგეგმილზე ორჯერ მეტხანს გაგრძელდა. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41