მაესტროსა და მაგთის მუსიკალური შოუ - "მაგთიfანი" მალე ეთერში გავა

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 14:10

ეს არის მუსიკალური რეალითი შოუ, სადაც 10 მონაწილე 12 კვირის განმავლობაში ცხოვრობს მათთვის განკუთვნილ სახლში, წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით.

კონკურსანტებს უტარდებათ აერობიკის, ვოკალის, ცეკვის და სხვადასხვა გაკვეთილები. "მაესტროს" ეთერში ყოველდღიურად გადის სერიები კონკურსანტების ერთობლივი ცხვოვრებისა და სწავლების შესახებ. კვირის ბოლოს კი ჩატარდება შემაჯამებელი ლაივ-კონცერტი.

პროექტის მიზანია კონკურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებისაგან შეიქმნას მუსიკალური ჯგუფი, რომელიც ჩაწერს ალბომს და გაემგზავრება ტურნეში.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად აირჩა 18 მონაწილე. არჩეული კონკურსანტები იყოფა ორ კატეგორიად:

1. 10 ძირითადი მონაწილე

2. 8 რეზერვისტი

10 ძირითადი მონაწილე კონკურსის პირველი შემადგენლობაა, რომლებიც გახსნიან კონკურსის პირველ კონცერტს, ხოლო 8 კონკურსანტი არის, ეგრეთწოდებული რეზერვი, რომლების კონკურსიდან გამოთიშულ მონაწილეებს ეტაპობრივად ანაცვლებენ.

ლაივ-კონცერტზე კონკურსანტებს ქულებით აფასებს ჟიური.

"მაგთიfანს" დირექტორობას კი ცნობილი მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი უწევს.

რეალითი შოუ ეთერში 17 აპრილიდან გავა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39