სომხური ენისთვის რეგიონული ენის სტატუსის მინიჭების საკითხის წამოწევა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს - გიორგი თევზაძე

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 13:50

უფლებადამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის ”თქვენი უფლებებისათვის” სპიკერმა გიორგი თევზაძემ შეშფოთება გამოთქვა ახალქალაქში სომხური ენისათვის რეგიონული ენის მინიჭების მცდელობასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული საკითხის წამოწევა ხელოვნურად ქმნის სეპარატისტული მოძრაობის ხელშეწყობისათვის ნიადაგს ეს საკითხი სხვა სერიოზულ საფრთხეებსაც შეიცავს, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას შიდა და გარე მტრების მიერ, რაც არ შედის ორი მოძმე ერის ქართველებისა და სომხების ინტერესებში.

გიორგი თევზაძის განმარტებით, ასეთი გადაწყვეტილების მიღება ანტისახელმწიფოებრივია და ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტის ინტერესებს.

"ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა დღევანდელი და მომავალი თაობების მიმართ. საუბარი არ არის სომხური ენისადმი და სომხური ეთნიკური ჯგუფისადმი რაიმე სიმპატია ანტიპატიის თემაზე. აქ საუბარია არასასურველ ტენდენციებზე, რომელიც შექმნის ქვეყნის ინტერესების ხელყოფის რეალურ საფუძვლებს და ასეთი გადაწყვეტილებებისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომებია აუცილებელი", - აცხადებს უფლებადამცველი.

თევზაძე შეეხო იმ საერთაშორისო ვალდებულებების შინაარს, რომლითაც ”რესპუბლიკელები” ცდილობენ დაასაბუთონ ამ გადაწყვეტილების კანონიერება. კერძოდ ძირითადად საუბარია 1975 წლის ჰელსინკის საბოლოო აქტზე და 1990 წლის კოპენჰაგენის საბჭოს დოკუმენტზე.

გიორგი თევზაძის განმარტებით, სამწუხაროდ წარმოდგენილია ამ საერთაშორისო აქტების შინაარსის არასწორი ინტერპრეტაცია. რითაც ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, რადგან პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ეთნიკური უმცირესობები, განსკუთრებით კომპაქტურად დასახლებული სომხურენოვანი მოსახლეობა იმაზე მეტი უფლებებით არის საკანონმდებლო დონეზე უზრუვნელყოფილი, ვიდრე ზემოხსენებული საერთაშორისო დოკუმენტებით არის დადგენილი, გარდა ამისა, ამავე დოკუმენტებში არის დათქმები, სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებზე, კერძოდ ”ჩარჩო კონვენცია ეროვნულ უმცირესობათა დაცვის შესახებ” (სტრასბურგი, 1.11.1995) საერთაშორისო დოკუმენტის 21-ე მუხლის თანახმად: ”არაფერია გათვალისწინებული წინამდებარე ჩარჩო კონვენციით, შეიძლება ახსნა-განმარტებული იქნას იმდაგვარად, რომ გულისხმობდეს რაიმე საქმიანობის წარმოებას ან რაიმე ქმედების შესრულების უფლებას, რაც წინააღმდეგობაში იქნება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და კერძოდ, სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის, ტერიტორიული მთლიანობისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის პრინციპებთან”.

ამდენად, თევზაძის განცხადებით, ეს საერთაშორისო აქტები ვერ განიხილება სათანადო საფუძვლად სომხური ენის რეგიონულ ენად გამოცხადებისათვის. პირიქით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და იმ საერთაშორისო აქტებს, რომელსაც საქართველო შეუერთდა, მათ შორის დასახელებულ ზემომითითებულ საერთაშორისო აქტებს და საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს.

მისივე განცხადებით, აუცილებელია ამ საკითხის შეფასება მოხდეს არა იმის მიხედვით, რომელ პოლიტიკურ ჯგუფს რა მოსაზრებები აქვს საკითხზე, არამედ ეს სფერო ზეპოლიტიკური ხასიათისაა და ყველას მოეთხოვება მხოლოდ სახელმწიფოებრივი მიდგომები გამოავლინოს.

გიორგი თევზაძე მიმართავს საქართველოს პარლამენტს ამ წარმოდგენილი გარემოებების, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების ამოცანების გათვალისწინებით მოახდინოს ფაქტზე რეაგირება პორტალი "სამხრეთის კარიბჭეში" გავრცელებულ ინფორმაციაზე. გიორგი თევზაძის განცხადებით კოალიცია ”თქვენი უფლებებისათვის”განახორციელებს მონიტორინგს და ინფორმაციის განსაჯაროებას მაღალი საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით.

პორტალ "სამხრეთის კარიბჭის" ინფორმაციით, ახალქალაქის საკრებულოში მიიღეს პარლამენტისადმი მიმართვა, რომლითაც ითხოვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს სომხური ენისათვის რეგიონალური ენის სტატუსის მინიჭებას. ამავე წყაროთი ირკვევა, ახალქალაქში სომხური ენისთვის რეგიონალურ სტატუსს "რესპუბლიკელები" ითხოვენ. "რესპუბლიკელების" განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები "რეგიონული ან უმცირესობის ენის შესახებ ევროპული ქარტიის" რატიფიკაციის მეშვეობით”.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39