შინაგან საქმეთა მინისტრმა ინტერპოლის სათავო ოფისში შეხვედრები გამართა

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 12:51

ინტერპოლის სათავო ოფისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ინტერპოლის სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრები გამართა. შეხვედრისას თანამშრომლობის კონკრეტული საკითხები დაისახა. ასევე, ანტიტერორისტულ და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი მოსამზადებელი კურსები დაიგეგმა. ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად შეხვდა ინტერპოლის გენერალურ მდივან ბ-ნ რონალდ ნობელს. შეხვედრაზე ძებნილ პირებთან დაკავშირებული საქმეები განიხილეს .

ირაკლი ღარიბაშვილმა და ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა რონალდ ნობელმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მიერ „ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტების" (პასპორტი და პირადობის მოწმობა) აღიარების შესახებ.

მომდევნო კვირაში დაიწყება I-Link-ის ტექნოლოგიებთან დაკავშირებით ტრენინგები დაიწყება . ცნობისთვის, I-Link-ი არის ინტერპოლის მონაცემთა ბაზა, რომლის განახლება 24 საათის განმავლობაში ხდება და საოპერაციო სისტემა მსოფლიოს მასშტაბით მონაცემთა ბაზას უყრის თავს. ტრენინგები შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ტექნოლოგიების დანერგვასა და ათვისებაში დაეხმარება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45