ალექსანდრე ჩივაძე ახალგაზრდებს ავსტრიაში გამოცდის

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 12:56

წლევანდელი მარტის თვე ძალზე დატვირთულია საქართველოს თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრებისთვის. ორშაბათს, ჩვენი 21-წლამდე ნაკრები ავსტრიაში მიემგზავრება, სადაც ალექსანდრე ჩივაძის გუნდი საწვრთნელ შეკრებასაც გაივლის და პარალელურად, ძალზე სასარგებლო ამხანაგურ მატჩებს გამართავს ალბანეთის, აზერბაიჯანისა და ხორვატიის ახალგაზრდულ ნაკრებებთან.

პირველი მატჩი 20 მარტს, ალბანეთთან იქნება. მეორე - 23 მარტს, აზერბაიჯანის წინააღმდეგ. ბოლო შეხვედრას კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 26 მარტს, ხორვატებთან გამართავს.

ავსტრიული ვოიაჟისთვის ალექსანდრე ჩივაძემ შემდეგ ფეხბურთელებს უხმო:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), კახაბერ მეშველიანი ("ზესტაფონი")

მცველები: მამუკა კობახიძე ("ალანია", რუსეთი), დავით კოხია ("ვოლგა", რუსეთი), გიორგი ჯგერენაია ("ილიჩევეცი", უკრაინა), არჩილ ტვილდიანი, გიორგი გაგნიძე (ორივე "დინამო" თბილისი)

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ჯამბულ ჯიღაური ლაშა ჩაფიძე (ყველა "დინამო" თბილისი), დავით კირკიტაძე ("ჩიხურა", საჩხერე), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), მერაბ გიგაური („ტორპედო“, ქუთაისი)

თავდამსხმელები: გიორგი ილურიძე („დილა“, გორი), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია ("ალანია", რუსეთი), გიორგი ქვილითაია ("დიორ ეტო", უნგრეთი)

21-წლამდე ნაკრები შეკრებას 27 მარტს დაასრულებს და ფეხბურთელებიც თავიანთ გუნდებს მიაშურებენ.

შესარჩევი ციკლის დაწყებამდე (მატჩები სექტემბრიდან დაიწყება), U21-ს მორიგი საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა აგვისტოში, ლატვიაში აქვს დაგეგმილი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39