მთავარი პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილის მოსმენებს უარყოფს

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 12:32

"თუ მისი განცხადება შეეხებოდა არჩევნების შემდგომ ხელისუფლების შეცვლის პერიოდში მოსმენებს, მაშინ ეს სინამდვილეს არ შეესაბამება", - ამ განცხადებით გამოეხმაურა მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, ირაკლი ოქრუაშვილის მიერ "ღია ეთერში" გაკეთებულ განცხადებას. კბილაშვილი, ოქრუაშვილის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ მას უსმენდნენ და ამ მოსმენებთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს, არ ადასტურებს.

"ამ მხრივ არანაირი გამოძიება ჩვენთან არ მიდის, რადგან შესაბამისი ინფორმაცია არ არსებობდა. თუკი იგი ასეთ ინფორმაციას ფლობს, მაშინ ამაზე ბუნებრივია, შეიძლება გამოძიების დაწყება და დავიწყებთ კიდეც. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი რამ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ არ ხდებოდა. მანამდელ პერიოდს რაც შეეხება, ჩვენ ვიყავით ის ორგანო, რომელმაც კუდში ვირუსის არსებობს შესახებ ამცნო საზოგადოებას და ამის თაობაზე მაშინ 12 ადამიანი მიეცა პასუხისგებაში", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ, ვახო სანაიას "ღია ეთერში" განაცხადა, რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ, მისი საუბრები საფრანგეთში, კომპიუტერის მეშვეობით, თავდაცვის სამინისტროს კომპიუტერით გაგზავნილი ვირუსებით ხდებოდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55