დავით უსუფაშვილმა და ჯონ მაკკეინმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრეს

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 11:41

პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ამერიკაში ოფიციალური ვიზიტის ბოლო დღეს ჯონ მაკკეინს შეხვდა. მხარეებმა საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებზე იმსჯელეს.

საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც შეეხო. უსუფაშვილის თქმით, ამ თემით მაკკეინი დაინტერესდა.

"მაკკეინი დაინტერესდა ამ თემით, მაგრამ დაინტერესდა პოზიტიურად. მას არ ჰქონია არც ერთი კრიტიკული შენიშვნა. ისიც თვლის, რომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან აუცილებელია. ამერიკას აქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და რატომ არ უნდა ჰქონდეს საქართველოს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ის პრობლემა, რაც დღეს საქართველოს რუსეთთან აქვს, მხოლოდ საქართველოს პრობლემა კი არა, არამედ მთელი დემოკრატიული სამყაროს პრობლემაა.

"ეს არის მთელი დემოკრატიული სამყაროს პრობლემა, ჩვენ ეს უნდა გავითავისოთ და მოვიქცეთ ისე, როგორც იქცევა მთელი დემოკრატიული სამყარო, და ეს მოქცევა ნიშნავს მოქნილობას, შედეგზე ორიენტირებულ ქმედებებს",-განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, დავით უსუფაშვილის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში დღეს სრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45