112-ს სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) დელეგაცია ეწვია

შაბათი, 16 მარტი, 2013 - 01:07

სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICDO) დელეგაცია საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს ეწვია. დელეგაციის წევრები ცენტრის დირექტორ გიორგი ბიჭაშვილს შეხვდნენ. სტუმრებმა "112-ის ქოლ-ცენტრი" დაათვალიერეს და მისი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ.

 დელეგაციის წევრებს „112“-ის პრეზენტაციაზე ცენტრის წარმომადგენლებმა სამომავლო გეგმები გააცნეს და მათგან რჩევები მიიღეს.

მანამდე, დელეგაციის წევრები საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს შეხვდნენ და სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ბაზაზე საჩვენებელ ღონისძიებას დაესწრნენ.

სტუმრებმა მაშველების პროფესიული მომზადების დონე დადებითად შეაფასეს და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დელეგაციის ვიზიტი შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსთავის მომსახურების სააგენტოში. შემდეგ, დელეგაციის გენერალური მდივნი ნავაფ ალ სლეიბი შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. შეხვედრისას მხარეები ურთიერთთანამშრომლობისა და საქართველოში სამოქალაქო თავდაცვის სისტემის განვითარების საკითხებზე იმსჯელებენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58