ბუტა რობაქიძის მკვლელობის ვიდეოჩანაწერი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს მონტაჟს

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 19:36

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ფირცხალავას მიერ გამოძიებისათვის წარდგენილ ვიდეომასალაზე,(რომელიც ბუტა რობაქიძის მკვლელობისა და შემთხვევის ადგილის ამსახველ გარემოებებს შეეხებოდა) ფონოსკოპიური და ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა მიიღო.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ვიდეოჩანაწერი ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს მონტაჟს და წარმოდგენილი ვიდეოგრამა იწყება და მთავრდება ალოგიკურად.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 80 გვერდიანი ესპერტიზის დასკვნას თან ახლავს მოცულობითი დანართები ფოტოცხრილებისა და კვლევის ლინგვისტური ნაწილის სახით. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მთავარი პროკურატურა მიზანშეწონილად მიიჩნევს განასაჯაროოს მიღებული ექსპერტიზის დასკვნითი ნაწილი.

გამოძიება დამატებით განასაჯაროებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროსა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის მიერ წარმოდგენილ დასკვნებს მათი მიღებისთანავე. მითითებულ სამსახურებში ექსპერტიზები დანიშნულია გამოძიების მწარმოებელი ორგანოს მიერ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43