ნოდარ ხადური რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში ფოთს ეწვია

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 18:47

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა რეგიონებში დაგეგმილი შეხვედრების ფარგლებში სამუშაო შეხვედრები ფოთში გამართა. მინისტრი რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ფინანსთა სამინისტროს სამსახურების მუშაობას გაეცნო და ადგილობრივ ხელისუფლებას შეხვდა.

ნოდარ ხადურთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა ფოთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლაშა ხუციშვილმა, მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჯავახიშვილმა და ქ.ფოთის მერმა დავით სარსანიამ მიიღო. 

მინისტრმა ფოთის სპორტკომპლექსის სამშენებლო სამუშაოები და ზღვის სანაპირო ზოლიც მინახულა. ",,ჩემი დღევანდელი ჩამოსვლა ფოთში ემსახურება იმას, რომ უშუალოდ გავეცნო იმ პრობლემებს, რომელიც ქალაქის წინაშე დგას. სამწუხაროა, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურა და მეურნეობა დღეს პრაქტიკულად მოშლილია. პრობლემებია წყალმომარაგებაში, სანიაღვრე სისტემებში, ქალაქის გზებში. ქალაქში ბევრი პრობლემა დაგროვდა და ჩვენ, ცენტრალური ხელისუფლება ქალაქის მმართველობასთან ერთად, ბევრ სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ იმისთვის, რათა ეს პრობლემები მოვაგვაროთ. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთან ერთად პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, რათა ფოთის პრობლემები როგორც ადგილობრივმა ისე ცენტრალურმა ხელისუფლებამ ერთობლივად გადაჭრას“- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41