ანდრო ბარნოვი ხელისუფლებას მიმართავს, ხალხს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება მისცეს და შეწყვიტოს მათზე ზეწოლა

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 18:45

კასპში გამართული აქციის თემას შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი გამოეხმაურა. ანდრო ბარნოვი კასპში ჩავიდა და მოსახლეობისან მიიღო ინფორმაცია ადგილზე შექმნილი ვითარებისა და პრობლემების შესახებ.

გუბერნატორის განცხადებით, სამართალდამცავები კასპის მოსახლეობას ავიწროვებენ და თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებას უზღუდავენ. ანდრო ბარნოვის თქმით, დღევანდელი აქციის მონაწილეებზეც იყო ზეწოლა კასპის პოლიციის მხრიდან. გუბერნატორის განცხადებით, დღევანდელი აქცია იყო კასპის მოსახლეობის პროტესტი და ამ პროტესტის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.

"მოსახლეობის პროტესტს ნაციონალური მოძრაობა არ იყენებს პოლიტიკური მიზნებისთვის და "ქართულ ოცნებასაც“ იგივეს მოვუწოდებ. ახალ ხელისუფლებას კი მივმართავ, რომ მისცენ ხალხს აზრის თავისუფლად გამოხატვის საშუალება და შეწყვიტონ ზეწოლა მათზე,“ - განაცხადა დღის ბოლოს ანდრო ბარნოვმა ჟურნალისტებთან.

ცნობისათვის, დღეს კასპის მოსახლეობამ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან აქცია გამართა გამგებლის ოლეგ იაძისგან მოსახლეობისთვის ბოდიშის მოხდისა და გადადგომის მოთხოვნით.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42