თედო ჯაფარიძე ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 18:42

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე 16 მარტს ბრიუსელს ეწვევა, სადაც ის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.

გერმან მარშალის ფონდის ეგიდით ორგანიზებული ფორუმი წელს რიგით მერვედ ტარდება და მასზე იკრიბებიან მსოფლიოს წამყვანი პოლიტიკოსები.

წელს ფორუმის სტუმრებს შორის არიან, ევროკომისარი გაფართოების საკითხებში - შტეფანფულე, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის საგარეო ურთიერთობებში - ქეთრინ ეშტონი, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ნიკოლაი მლადენევი, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - კარლ ბილდტი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სენატის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.

თედო ჯაფარიძე სიტყვით გამოვა დახურულ სადილზე, მისი გამოსვლა შეეხება საქართველოს ევროკავში ინტეგრაციის პერსპექტივებს და ამ კუთხით ევრაზიული კავშირიდან მომდინარე საფრთხეებს. ფორუმის ფარგლებს გარეთ, თედო ჯაფარიძეს დაგეგმილი აქვს ორმხრივი შეხვედრები ევროპარლამენტის წევრებთან. კომიტეტის თავმჯდომარე თბილისში 19 მარტს დაბრუნდება. ამავე ფორუმში საქართველოდან მონაწილეობას იღებს ასევე თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ალასანია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51