სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 4 პირი დააკავეს

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 17:03

შსს-ს ქალაქის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალ-დამცველებისათვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე 4 პირი - დავით ეჯიბია, გიგა იობაშვილი, ბექა ხოფერია და ერასტი საბანაძე დააკავეს.

დაკავებულებმა 2013 წლის 14 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ვაკე-საბურთალოს VII განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

თამარაშვილის ქუჩაზე ათამდე ნასვამმა პიროვნებამ პოლიციელების მისამართით აგრესია გამოხატა. სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, პოლიციის თანამშრომლები სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ, მაგრამ ერთ-ერთმა ნასვამმა პიროვნებამ სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელმა კი ვითარების განმუხტვისა და თავდასხმის მოგერიების მიზნით ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღით, მცირე ინტერვალით ჰაერში ორჯერ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

დაკავებულებს ბრალი სსსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინათ, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42