აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ავტორიზაციის აღდგენასთან დაკავშირებით სამინისტროსთან განაცხადი მიიტანა

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 16:48

განათლების სამინისტროსთან აქციაზე აგრარული უნივერსიტეტის რექტორი, ლაშა გოცირიძე მივიდა და ავტორიზაციის აღდგენასთან დაკავშირებით განაცხადი მიიტანა. რექტორი იმედს იტოვებს, რომ განათლების მინისტრი იმ დაპირებებს შეასრულებს, რასაც სტუდენტებს შეჰპირდა.

"დღეს ახლა მე მოვიტანე შესაბამისი განაცხადი ავტორიზაციის აღდგენის თაობაზე და მჯერა მინისტრის, რომ ის თავის დაპირებებს შეასრულებს, უნივერსიტეტს ავტორიზაციას აღუდგენს და ჩვენი სტუდენტები უნივერსიტეტში სწავლას შეძლებენ," - აღნიშნა აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს წინ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55