ქართული არტილერია დღეს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 16:21

არტილერიის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ვაზიანში I საარტილერიო ბრიგადის ბაზაზე დღეს გაიმართა. პროფესიული დღე არტილერისტებს სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა და ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა კონცერტით მიულოცეს.

ორფოლოში II და III ქვეითი ბრიგადების საარტილერიო ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, არტილერიის დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა არსენ ცუხიშვილმა აღნიშნა. ქართველ არტილერისტებს პროფესიული დღე იუმორისტული პროგრამითა და კონცერტით ბესო ბერულაშვილმა და ქუჩის მუსიკოსებმა მიულოცეს.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, მისი მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვახტანგ კაპანაძე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე, ასევე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე დაესწრნენ. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ არტილერისტთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

არტილერიის დღისადმი მიძღვნილი ცერემონიალი ხონსა და ორფოლოშიც დღეს გაიმართა. II საარტილერიო ბრიგადის სამხედროებს პროფესიული დღე ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „რუსთავი“ მიულოცა. ღონისძიებას კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელებიც დაესწრნენ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41