განათლების სამინისტროსთან სტუდენტების აქცია მიმდინარეობს

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 16:05

ამ წუთებში განათლების სამინისტროს წინ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის მოთხოვნით სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს. 

როგორც "ჯეონიუსს" სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ლევან ღლონტმა განუცხადა, განათლების მინისტრი საბჭოს წევრებთან მართავს შეხვედრას და გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში უნდა მიიღონ.

სტუდენტთა განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სამინისტრო აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის აღდგენის შესახებ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, აქციები გაგრძელდება.

ადგილზე მობილიზებულია რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი. რომელიც სიტუაციას არეგულირებს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.13
  • 0.04
  • 0.67
  • 1.42