საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის წინა სასამართლო განხილვა მიმდინარეობს

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 15:25

საქალაქო სასამართლოში დავით კეზერაშვილის საქმის წინა სასამართლო განხილვა ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს. საქმე დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ფალსიფიცირებული საკონიაკე სპირტის წარმოებას ეხება, რასაც გამოძიების ინფორმაციით, კეზერაშვილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით უწყობდა ხელს. კეზერაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის მოთხოვნისა და ქრთამის მიღებისთვის, ასევე საფინანსო საქმიანობის სფეროში ჩადენილი დანაშაულისთვის ედება ბრალი. გამოძიების ინფორმაციით, მან, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელმა, ქრთამის სახით 12 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

კეზერაშვილის დაცვას საკუთარი შუამდგომლობა ჯერ არ დაუყენებია. ბრალდების მხარემ თავის შუამდგომლობა წაიკითხა. ბრალდება ყველა იმ მტკიცებულებას წარმოადგენს, რაც მან გამოძიების პროცესში მოიპოვა. ის ასევე სასამართლოს წარუდგენს იმ პირთა სიას, რომელთა დაკითხვასაც სასამართლო სხდომებზე მოითხოვენ. ამ საქმეზე კიდევ ათამდე ბრალდებულია. მათ შორის არიან მოხელეები, რომლებიც გამოძიების ინფორმაციით, იმ დანაშაულებრივ ჯგუფში იყვნენ, რომლის ხელმძღვანელიც დავით კეზერაშვილი იყო. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ბრალდების მხარეს არ აქვს არანაირი მტკიცებულება, რომელიც დავით კეზერაშვილის ბრალეულობას დაამტკიცებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43