ვაკის რაიონს ახალი გამგებელი ჰყავს

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 15:28

თბილისის მერმა გიგი უგულავამ დღეს ვაკის რაიონის მოსახლეობას ახალი გამგებელი ბაჩო დოლიძე წარუდგინა. თბილისის მერი და ვაკის ახალი გამგებელი სანდრო ეულის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ და აღნიშნულ ქუჩაზე მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც ერთ კვირაში უნდა დასრულდეს. სანდრო ეულის ქუჩაზე 4 500 კვ.მეტრ ფართობზე შეიცვალა სანიაღვრე ქსელი, კაპიტალურად იგება ასფალტის საფარი და კეთდება ბეტონის ბორდიურები.

"გამგებლები უნდა ჩამოყალიბდნენ, როგორც ადგილობრივი ლიდერები, ადგილობრივი პოლიტიკის განმსაზღვრელი ადამიანები. ის, რომ ვთქვათ გამგეობის კომპეტენციაში არ შედის რაღაც კონკრეტული პრობლემა, არ ნიშნავს, რომ გამგებელი და გამგეობა არ დაინტერესდეს ამ პრობლემის მოგვარებით. ჩვენ უნდა მივეხმაროთ მოსახლეობას, რომ აღსდგეს სამართლიანობა და ხალხმა მიიღოს ყველა ის დახმარება, რაც მათ კანონით ეკუთვნით და არ უნდა შემოვიფარგლოთ მარტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით. ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება რაიონის მასშტაბით, ვნახოთ სოციალურად დაუცველთა ბაზიდან ამოღებული პირები, დაველაპარაკოთ, შევამოწმოთ, სოც. აგენტებს ვთხოვოთ დამატებით მოვიდნენ, რომ არცერთი ადამიანი არ დაიჩაგროს. იმიტომ, რომ ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია, ყოველგვარი პარტიული მიკუთვნების გარეშე", - განაცხადა უგულავამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39