მიხეილ სააკაშვილი რომის პაპს დღევანდელ დღეს ულოცავს

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 14:45

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ოფიციალური ფეისბუქის გვერდით ახლად არჩეულ რომის პაპს ფრანცისკო I-ს დღევანდელ დღეს ულოცავს. პრეზიდენტი განცხადებაში იმედს გამოთქვამს საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობის გაღმავებაში.

პრეზიდენტის განცხადებას "ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"თქვენო უწმინდესობავ, მრავალეთნიკური და მრავალკონფესიური საქართველოს სახელით, თქვენ და მთელ კათოლიკურ სამყაროს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს გილოცავთ.

გვჯერა, რომ ამიერიდან, საქართველოსა და ვატიკანის ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება და მრავალფეროვანი გახდება, კათოლიკურ თემს კი საქართველოში ახალ ძალა შეემატება.

მინდა იმედი გამოვთქვა, რომ კათოლიკური სამყარო ისეთივე თანმიმდევრული და მტკიცე იქნება საქართველოსთან ურთიერთობაში, როგორც ეს არა მარტო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველ წლებში, არამედ საუკუნეების განმავლობაში იყო. განუზომელია კათოლიკური თემის წვლილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. თითოეული მათგანი ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია და აქ მათ ყოველთვის უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდნენ. ეს თემი საუკუნეების განმავლობაში იღვწოდა ქართული სახელმწიფოს სულიერი და კულტურული სიმდიდრის შესაქმნელად და არაერთი ბრწყინვალე ახალგაზრდა საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი და ხელოვანი გამოზარდა.

მწამს, რომ თქვენ, როგორც ვატიკანის სახელმწიფოს მეთაური და კათოლიკეთა სულიერი მწყემსი, ისეთივე სიყვარულით განაგრძობთ საქართველოსთან ურთიერთობას, როგორც არაერთი თქვენი წინამორბედი" - აცხადებს პრეზიდენტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45