გიგი უგულავა იეზიდებს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 14:17

თბილისის მერი გიგი უგულავა იეზიდებს დღესასაწაულ "კლოჩე სარე სალეს" ულოცავს. მილოცვა მერის "facebook-ის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. "ჯეონიუსი" მილოცვის ტექტს უცვლელად გთავზობთ.

 

"ძვირფასო თანამემამულენო! მოგესალმებით და გილოცავთ იეზიდურ დღესასწაულს „კლოჩე სარე სალეს“. იეზიდები ჩვენი ქვეყნის ღირსეული და ნამდვილი, ტრადიციული, ძირძველი თბილისელები ხართ. ძალზე მნიშვნელოვანი და დიდია იეზიდთა წვლილი ჩვენი დედაქალაქის აღმშენებლობაში. იეზიდთა ერთგულებასა და მაღალ სამოქალაქო შეგნებას ყოველთვის ვგრძნობდით. თბილისის მერიაც, თავის მხრივ, ყურადღებით ეკიდება იეზიდთა პრობლემებს და ეს მიდგომა მომავალში მხოლოდ გაძლიერდება. იეზიდებმა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნეს საკუთარი თვითმყოფადობა და დღემდე მოიტანეს ლამაზი ტრადიციები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრესაც წარმოადგენენ. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს იეზიდთა სახლის მეშვეობით ფართო საზოგადოებამ გაიცნო თქვენი ლამაზი ტრადიციები, რაც იმედს გვაძლევს, რომ იეზიდური კულტურა შენარჩუნებული იქნება ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვან მოზაიკაში. დღეს  იეზიდები გაზაფხულის გამოღვიძების, განახლებისა, სულიერი სიმტკიცისა და ახალი წლის დღესასწაულს „კლოჩე სარე სალეს“ აღნიშნავენ. დაე, სიხარული, ოჯახური მყუდროება, ხვავი და ბარაქა შემოეტანოს თქვენს ოჯახებში "კლოჩე სარე სალეს დგესასწაულს". მრავალს დაესწარით".

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45