კობი-გუდაურის მონაკვეთი 12-მეტრიანი ზვავისაგან იწმინდება

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 14:24

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-არსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის 106-ე კმ-ზე ჩამოწოლილმა ზვავმა გზის 100-მეტრიანი მონაკვეთი მოიცვა,

ხოლო თოვლგროვის სიმაღლე 10 მეტრს აღემატება. ადგილზე მობილიზებულია მძლავრი თოვლწმენდი ტექნიკა. აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობის უზრუნველყოფის მიზნით გაწმენდით სამუშაოებს საქართველოს საგზაო დეპარტამენტი უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.69
  • 3.17
  • 3.57
  • 0.05
  • 0.69
  • 1.58