თეა წულუკიანი ხვალ მოსამართლეებს შეხვდება

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 14:22

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხვალ მოსამართლეთა კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდება. ამის შესახებ მთავრობის სხდომიდან გამოსულმა იუსტიციის მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხვალ მოსამართლეებთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში თავისუფალი მართლმსაჯულების დამკვიდრებას ჩაეყრება საფუძველი.

"ხვალ მე ვხვდები მოსამართლეთა კორპუსს, ეს არის უმნიშვნელოვანესი შეხვედრა. მოვუწოდებ ყველა რიგით მოსამართლეს, დაესწროს ამ შეხვედრას და გამოხატოს ჯანსაღი კრიტიკა, როგორც მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის შესახებ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით, ასევე მართლმსაჯულების სისტემაში მიმდინარე რეფორმასთან მიმართებაში და გამოხატოს ასევე თავისუფალი აზრი იმის შესახებ, თუ რა მოსწონს და რა მიაჩნია მისაღებად ჩვენს მიერ გატარებულ რეფორმაში. პირადად ჩემთვის ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია, რათა რეფორმის მომავალი ნაბიჯები უფრო კარგად და ეფექტიანად დავგეგმოთ", - განაცხადა წულუკიანმა.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44