თავდაცვის მინისტრი „ბრიუსელის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 14:10

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია "ბრიუსელის ფორუმში" მიიღებს მონაწილეობას. მარშალის ფონდის ორგანიზებით, მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრები ბრიუსელში ყოველწლიურად იმართება.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დახურულ სადილზე სიტყვით გამოვა და საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე და თავდაცვის სფეროს პრიორიტეტებზე ისაუბრებს.

„ბრიუსელის ფორუმი“ სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. გლობალური და ევრო-ატლანტიკური სივრცის გამოწვევებს ყველაზე გავლენიანი ჩრდილოეთ ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები არაფორმალურ გარემოში განიხილავენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55