გიორგი მარგველაშვილი თავის სახელფასო დანამატს #200 სკოლას გადაურიცხავს

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 13:57

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი თავის სახელფასო დანამატს #200 სკოლას გადაურიცხავს. ამის შესახებ მარგველაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურბალისტებს განუცხადა.  მისი თქმით, მას მოსწონს ეს სკოლა, რადგან სკოლაში სწავლობენ განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვები.

„მე დავიწყე მუშაობა 2800 ლარით ხელზე, რაც დამემატა, იმას გადავურიცხავ მე-200 სკოლას. ეს არის ძალიან კარგი სკოლა. იქ ვიყავი პირველად მისული, როდესაც მინისტრი გავხდი. ყველაზე მეტი პოზიტივი იქიდან მივიღე. ისინი არიან განსაკუთრებული უნარების მქონე ბავშვები“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსნებთ, რომ პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით მცირდება. მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით გარეშე, ხელზე აიღებენ 6300 ლარს. პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41