საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე კონკურსი შეაჩერა

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 13:42

"მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობის დასაკავებლად მიმდინარე ღია კონკურსი." -ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. "საიას" ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის სარჩელი, რომლითაც სამეურვეო საბჭოს 2013 წლის 04 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობას , სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.

საქმეზე მოსამზადებელი სხდომა 2013 წლის 08 აპრილს 12:00 საათზე ჩაინიშნა. ცნობისთვის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორის,

გიორგი ბარათაშვილის ინტერესებს სასამართლოში "საიას" მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტები იცავენ.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42