ქრთამის აღების ფაქტზე ალისა და წაღვლის რწმუნებულები დააკავეს

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 13:42

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლების ალის და წაღვლის რწმუნებულები მარგარიტა კულიჯანოვა და ელგუჯა კილაძე დააკავეს. მათან ერთად დაკავებულია სოფელ ალის მკვიდრი გიორგი ნოზაძეც, რომელიც ქრთამის აღებაში ხელშეწყობისთვის არის ბრალდებული.

სამინისტროს განმარტებით, გამოძიებამ დაადგინდა, რომ კულიჯანოვამ და კილაძემ მსხვილფეხა საქონლის გაყიდვისთვის საჭირო ყალბი ცნობების დამზადების სანაცვლოდ ქრთამის სახით 600 ლარი აიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 6-დან 11 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5