მაია ფანჯიკიძე ევროპელების შეფასებას კატეგორიულად არ ეთანხმება

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 12:18

"ეს არის ერთი კონკრეტული ჯგუფის კონკრეტული შეხედულება, რომელიც არ არის ევროპის ზოგადი შეხედულება საქართველოზე. რაც შეეხება მათ მიერ მოვლენების ასეთ შეფასებას, მე ამას კატეგორიულად არ ვეთანხმები. როგორც ჩანს, ამ რეზოლუციის ხელმომწერებს ჯერ არ ჰქონდათ წაკითხული ბატონი ბიძინა ივანიშვილის წერილი. რომელშიც ზუსტად იმას განმარტავს პრემიერი, თუ რა იყო საქართველოში და რა შეიცვალა", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განაცხადა.

ფანჯიკიძე ევროპის სახალხო პარტიის მიერ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილზე საპასუხოდ გამოქვეყნებულ დეკლარაციას გამოეხმაურა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, იგი ევროპის სახალხო პარტიის შეფასებებს არ ეთანხმება. თავის მხრივ, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი, პარტიის თავმჯდომარე, ვილფრედ მარტენსი აღნიშნავს, მათი მხრიდან ეს არის განმარტება, თუ რა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიული სახელმწიფო და ევროპელების განცხადებები და პოზიცია საქართველოში არ უნდა აღიქვან, როგორც შეტევა. მაია ფანჯიკიძე კი დასძენს, რომ ეს განცხადებები ხელს ვერ შეუშლის იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს. კერძოდ,მისი თქმით, საქართველო ასოცირების ხელშეკრულებაზე მუშაობს და ტექსტზე მუშაობა ძალიან მალე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5