ბენდუქიძეს სტუდენტები მძევლად ჰყავს აყვანილი - გიორგი მარგველაშვილი

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 12:51

ბენდუქიძეს სტუდენტები მძევლად ჰყავს აყვანილი და მათ პოლიტიკური მიზნისთვის იყენებს,  - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამინისტრომ დააფიქსირა ნება, რომ კანონის ფარგლებში, რაც შეიძლება მაქსიმალურად დააჩქაროს ავტორიზაციის აღდგენის პროცესი.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს პროცესი არ არის მიმართული გარკვეულ ჯგუფის მიერ ხარვცეზის გამოსწორებისკენ, არამედ პროცესის პოლიტიზაცია ხდება მაქსიმალურად. როგორც კი მივხვდი, რომ ბენდუქიძეს სტუდენტების მძევლად აყვანა აქვს გადაწყვეტილი და ავტორიზაციის აღდგენაზე განაცხადის შეტანას არ აპირებს, მაშინვე გავააქტიურე პროექტი ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც შეიქმნება ბაზა, ბევრად უკეთესი და იქნება უფასო", - განაცხადა მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს განათელების სამინისტროსთან აქციას მართავენ, სტუდენტები კიდევ ერთხელ მოითხოვენ ავტორიზაციის აღდგენას.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41