ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 12:08

ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარე ვილფრედ მარტენსი ბიძინა ივანიშვილის ღია წერილს გამოეხმაურა. საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში მარტენსი აღნიშნავს რომ უკვე გაეცნო წერილს და თვლის, რომ ევროპელების განცხადებები და პოზიცია საქართველოში არ უნდა აღიქვან, როგორც შეტევა. ეს არის განმარტება, თუ რა ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს დემოკრატიული სახელმწიფო.

ევროპის "სახალხო პარტიის" თავმჯდომარე წერილებში დაფიქსირებული პოზიციების ფაქტებით დადასტურებას ითხოვს.

ბიძინა ივანიშვილის 7-გვერდიანი წერილი ევროკავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. პრემიერი დეტალურად საუბრობს ყოფილი ხელისუფლების დროს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და ევროპარლამენტარებს აწვდის ინფორმაციას, თუ რა ვითარება იყო კოალიცია "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლამდე მართლმსაჯულების სისტემაში, უფლებების დაცვის სფეროში, მედიაში, ასევე წინასაარჩევნო პერიოდში შექმნილი ვითარება და საკონსტიტუციო ცვლილებები. ბიძინა ივანიშვილმა ამავე წერილში მოუწოდა "სახალხო პარტიას" საქართველოში ხანგრძლივი დამკვირვებლები მიავლინოს.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44