მინისტრები თვეში საშუალოდ 16 ათას ლარს იღებდნენ ხელფასს - ნოდარ ხადური

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 12:04

ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურის განცხადებით, წინა მთავრობის მინისტრები თვეში, საშუალოდ, 16 000 ლარის ოდენობის ხელფასს იღებდნენ და 27 ათასი ლარი კი პრემიის სახით იყო გამოწერილი.

"უმცირესობის წევრებმა ალბათ იციან, რომ მათი მინისტრბი თვეში საშუალოდ 16 ათას ლარს იღებდნენ ხელფასს, იყო თვეები, როცა 27 ათასი ლარი ჰქონდათ პრემია აღებული კონკრეტულ მინისტრებს. საშუალო ხელფასი დაახლოებით 10-12000 ლარს შეადგენდა,  რაც დღეს შემცირებულია", - განაცხადა ხადურმა.

შეგახსნებთ, რომ პრემიერ–მინისტრის გადაწყვეტილებით, მინისტრების ხელფასი 12%-ით მცირდება. მინისტრები ყოველთვიურად, ყოველგვარი სახელფასო დანამატით გარეშე, ხელზე აიღებენ 6300 ლარს. პრემია კი, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, წელიწადში ერთხელ გაიცემა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.63
  • 3.09
  • 3.5
  • 0.04
  • 0.69
  • 1.55