ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპოლის გენერალურ მდივანს შეხვდა

პარასკევი, 15 მარტი, 2013 - 11:45

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, ქ. ლიონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ღარიბაშვილმა შეხვედრა  ინტერპოლის გენერალურ მდივან რონალდ ნობელთან გაიმართა.

შეხვედრის შემდეგ მხარეებმა შეთანხმებას საქართველოს მიერ „ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტების“ (პასპორტი და პირადობის მოწმობა) აღიარების შესახებ ხელი მოაწერეს. "ინტერპოლის სამგზავრო დოკუმენტი“-ს მფლობელებს, ინტერპოლის საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური მოვალეობების შესრულებისას, საზღვრის კვეთის დროს, მიენიჭებათ სპეციალური ვიზის სტატუსი (უვიზო რეჟიმი, დაჩქარებული ვიზა ან სხვა სახის სპეციალური ვიზა).

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში,  მინისტრი თანამშრომლობის გაღრმავებასა და მომავალი სამოქმედო პრიორიტეტების დაგეგმვის მიზნით,  ინტერპოლის გენერალური სამდივნოს სტრუქტურაში შემავალ სხვადასხვა ქვედანაყოფესაც შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41