თბილისის მერმა ისნის რაიონის მოსახლეობას ახალი გამგებელი წარუდგინა

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 22:01

თბილისის მერმა გიგი უგულავამ ისნის რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოები დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათ რაიონის ახალი გამგებელი თორნიკე ხუციშვილი წარუდგინა.

უგულავას განცხადებით, ისნის რაიონის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ ისანისა და სამგორის რაიონის დაყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

"ისნისა და სამგორის რაიონი დაიყო. ისნის რაიონს სხვა სპეციფიკა აქვს. მასში შედის, როგორც კერძო დასახლებები, ისე კორპუსული ტიპის დასახლებები. ისანი საკმაოდ მრავალფეროვანი და ბევრი პრობლემის მქონე რაიონია. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ცალ-ცალკე დაგვეყო რაიონები და ბიუჯეტიც განაწილებული იქნება ისე, რომ გამგეობამ მაქსიმალურად ბევრი პრობლემის მოგვარება შეძლოს და მოქალაქეს არ დასჭირდეს მერიისთვის მიმართვა. ამ შემთხვევაში მერიას ზედამხედველის ფუნქცია დაეკისრება, ის გააკონტროლებს რამდენად ოპერატიულად, სწორედ და ადეკვატურად რეაგირებს გამგეობა კონკრეტულ რაიონში. მინდა წარმოგიდგინოთ ახალი გამგებელი თორნიკე ხუციშვილი, ის აქამდე მუშაობდა მერიაში, ხელმძღვანელობდა ახალგაზრულ დეპარტამენტს. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია ახალი ადამიანის წარმოჩენა, რომელიც უფრო მეტი ყურადღებით მოისმენს ყველა პრობლემას. ის ამ უბანში ცხოვრობს, იცნობს რაიონს და ახლა კიდევ უფრო მეტს გაიგებს. მთავარია რომ იაროს, შეხვდეს ხალხს, დაეხმაროს მათ პრობლემების გადაჭრაში. გამგებლის მთავარი საქმე არის ის, რომ დროულად მოახდინოს რეაგირება რაიონში არსებულ პრობლემებზე" -აღნიშნა უგულავამ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45