ივანიშვილის დადებითი თვისებაა, რომ თვითკრიტიკულია და ცდომილებების აღიარება შეუძლია- მაია ხარაძე

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 20:24

ბიძინა ივანიშვილის დადებითი თვისებაა, რომ ის არის თვითკრიტიკული, მან მთავრობის მუშაობის პროცესში არსებული ხარვეზები და ცდომილებები აღიარა. მე ივანიშვილის გამოსვლას და მის მიერ გაცხადებულ დაპირებებს პოზიტიურად ვაფასებ, - ასე შეაფასა დღეს რეგიონულ მედიასთან პრემიერის შეხვედრა  კოალიცია "ჩვენი უფლებებისათვის" თანათავმჯდომარემ მაია ხარაძემ.

"მისასალმებელია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან და კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარებული პრესკონფერენცია. ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა მასმედიის წარმომადგენლებთან იყო დიალოგის რეჟიმში, ძველი ხელისუფლებისგან განსხვავებით, რომელიც ხშირად გვთავაზობდა მონოლოგის ან მოჩვენებითი დიალოგის რეჟიმს. პრემიერმა გულწრფელად გასცა პასუხი კითხვებს სოციალური პრობლემების შედეგად გაზრდილ შიდა მიგრაციაზე, განსაკუთრებით მთიან რეგიონებთან დაკავშირებულ პრობლემაზე და დასაქმების პრობლემატიკაზე. აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად მან ისაუბრა რეგიონში ინფრასტუქტურულ პროექტებზე, ინვესტიციების გაზრდაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და ა.შ.", - განაცხადა ხარაზემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51