საპარლამენტო უმრავლესობას საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება არ აქვს - ბიძინა ივანიშვილი

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 21:10

ჩემი დიდი სურვილია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააგრძელონ მოღვაწეობა და თავინთი გამოცდილება საზოგადოებას მოახმარონ, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა რეგიონულ მედიასთან შეხვედრისას. "ჩვენ გვყავს საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება არ აქვთ. ნაციონალური მოძრაობის წევრები არიან ინტელექტუალები და გაცილებით მეტი გამოცდილები აქვთ, ვიდრე ჩვენი გუნდის წევრებს, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვაქვს უმრავლესობა. ჩემი დიდი სურვილია, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ გააგრძელონ მოღვაწეობა და თავინთი გამოცდილება საზოგადოებას მოახმარონ",  - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერის შეფასებით, ნაციონალურ მოძრაობაში ბევრი პროფესიონალი კადრია და მათი შენარჩუნება მთავრობის ინტერესშია.

"კოტე კუბლაშვილი მსხვერპლია იმ იდეოლოგიის, რომელიც დაამკვიდრა სააკაშვილმა, როდესაც 2004 წელს საკონსტიტუციო ცვლილებები შემოიღო. ჩემი სურვილია, კუბლაშვილმა დაასრულოს ის დრო, რაც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ნიჭიერი კადრები. მასაც და მის ძმასაც დიდი გამოცდილება აქვთ. მიუხედავად იმისა, რომ პავლე კუბლაშვილთან ბევრი კითხვა არსებობს, ჩვენ უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ნიჭიერი კადრი", - განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45