ანდრო ბარნოვი იგოეთის მოსახლეობას შეხვდა

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 18:11

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი კასპის რაიონის სოფელ იგოეთის მაცხოვრებლებს შეხვდა, რომლებიც პროტესტის გამოსახატად დღეს დილით ქუჩაში იყვნენ გამოსულნი. იგოეთელების განცხადებით, მოსახლეობის დიდ ნაწილს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათი არ მიუღია, მათი ნაწილი სიაში არაა, ნაწილი კი არასწორადაა აღრიცხული. იგოეთელები სოფლის ახლადდანიშნულ რწმუნებულს კობა ჩიტაშვილს უყურადღებობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად მათ არაერთხელ მიმართეს რწმუნებულს, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

ანდრო ბარნოვი იგოეთელებს ვითარებაში უკეთ გარკვევას დაპირდა და აღნიშნა, რომ აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურსში კასპის საკრებულოსაც ჩააყენებს. გუბერნატორის განცხადებით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბარათების განაწილებაში პრობლემები ქვეყნის მასშტაბით არსებობს, რაც იმის შედეგია, რომ სოფლის მეურნეობის პროგრამას ახალი ხელისუფლება ნაჩქარევად ახორციელებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39