ცეზარ ჩოჩელს ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 19:47

ცეზარ ჩოჩელმა მოდულის შენობა უკვე დატოვა. მას ბრალი "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმეზე წაუყენეს. ჩოჩელს ბრალი დიდი რაოდენობით ქონების გადამალვაში, წაქეზებასა და ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოყენებაში ედება.

თავად ჩოჩელი ბრალდებას თითიდან გამოწოვილს უწოდებს.

 "ეს არის თითიდან გამოწოვილი პირადი ანგარიშსწორება. როგორც შეიძლება დაუკავშიროთ, რომ ეიფელის კოშკი ჩემი აშენებულია, ისევე შეიძლება დამიკავშირონ "ბანკი ქართუს" გაკოტრების სქემა", -აცხადებს ჩოჩელი.

205 მუხლის მესამე და 210 მუხლის მეათე ნაწილით წაყენებული ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცეზარ ჩოჩელს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42