თბილისის საქალაქო სასამართლო ზაზა ხატიაშვილის განცხადებას პასუხობს

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 18:39

თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის განცხადებას პასუხობს. 2013 წლის 3 და 15 იანვრის გადაწყვეტილებებით სრულად დაკმაყოფილდა მოსარჩელეების გიზო უგლავას, ალექსანდრე მგელაძის, შოთა გენგაშვილის, გიორგი ონიანის, რომეო საჯაიასა და გიორგი ჩივიაშვილის სასარჩელო მოთხოვნები მოპასუხე სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიმართ.

მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა გაწევრიანებაზე უარის თქმის ნაწილში, ასევე ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელეთა ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანების თაობაზე.

"სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეები სრულად აკმაყოფილებენ ”ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ყოველ მათგანს მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია, ჩაბარებული აქვთ პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა და აქვთ იურისტად მუშაობის გამოცდილება. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მოსარჩელეთა მიერ პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებიდან გასულია შვიდ წელზე მეტი, რაც საფუძველია მათთვის ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებაზე უარის თქმისა, ვინაიდან კანონმდებელი მიუთითებს გამოცდებზე, რომელთა ჩაბარების შემთხვევაშიც პირს ენიჭება უფლებამოსილება გახდეს ადვოკატთა ასოციაციის წევრი" - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე საქალაქო სასამართლოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილებები გასაჩივრდა და თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44