სხვა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი, სულ მცირე, არაეთიკური და ამორალურია - თეა თუთბერიძე

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 17:56

ბიძინა ივანიშვილის მიერ ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას "თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე განცხადებით გამოეხმაურა.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჟურნალისტებთან დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "არაერთი ამორალური განცხადება" გააკეთა.

"დიდ შეშფოთებას იწვევს პრემიერის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ გაკეთებული არაეთიკური გამონათქვამი. ბიძინა ივანიშვილი ყოველგვარი მორიდების გარეშე ეხება ბატონი კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს. იგი სიბრალულის და ცინიზმის ტონით საუბრობს ადამიანის ჯანმრთელობოს მდგომარეობაზე. როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, თურმე, საქართველოს პრეზიდენტი იყენებდა ბატონი კოტე კუბლაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მის საკონტროლებლად.

როდესაც ადამიანს ასეთი აზრები ებადება, ეს უკვე შეშფოთებას იწვევს და ამ ადამიანი ფსიქიკური მდგომარეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისთვის ხელშეუხებელი თემა საერთოდ არ არსებობს და მან არ იცის, რომ სხვა ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი სულ მცირე არაეთიკური და ამორალურია", - ნათქვამია განცხადებაში.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43