ლეიბორისტმა პარლამენტარმა ბი-ბი-სი რასიზმში დაადანაშაულა

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 17:43

ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის წევრმა და პარლამენტარმა დავიდ ლამიმ „ბი-ბი-სის“ რასიზმში დაადანაშაულა. ამის საბაბი კი   „ბი-ბი-სის“ ოფიციალურ ტვიტერის გვერდზე რომის პაპის არჩევნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული პოსტი „რა ფერის იქნება კვამლი შავი თუ თეთრი?“ გახდა.

12 მარტს „ბი-ბი-სი“ პირდაპირ ეთერში გადასცემდა ამოვიდოდა თუ არა სიქსტის კაპელას ბუხრიდან კვამლი, რომლის ფერიც მიანიშნებდა ხალხს აირჩია თუ არა კარდინალების კონკლავმა ახალი რომის პაპი.

ამის შემდეგ დავიდ მემი თავის ტვიტერზე გამოეხმაურა ამ კითხვას:  „ბი-ბი-სის ეს სულელური პოსტი აბსოლუტურად შეუსაბამო იყო. ჩვენ ნამდვილად არ გვჭირდება რასისტული ილუზიების შექმნა მომავალ რომის პაპზე“, თუმცა მოგვიანებით  ტვიტერის მომხმარებლებმა აუხსნეს პარლამენტარს, რომ კვამლის ფერი მხოლოდ არჩვნების შედეგების მაუწყებელია და შავი ფერის კვამლი ნიშნავს, რომ პაპი არ არჩეულა.

ლეიბორისტმა  პარლამეტარმა ბოდიში მოიხადა და თქვა, რომ შეცდომა დაუშვა და ყველაფერი უყურადღებობის გამო დაემართა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.77
  • 3.13
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41