აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება კომისიამ პოლიტიკური სარჩულით დაიწყო - ხათუნა ოჩიაური

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 17:30

კომისიის გადაწყვეტილება არის სრული აბსურდი. მათ მიიღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება- ტრავმა მიყენონ კახა ბენდუქიძეს და არ უფიქრიათ 2 500 სტუდენტზე, რომელიც იქ სწავლობს, - ასე გამოეხმაურა უმცირესობის ერთ-ერთი წევრი, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი ხათუნა ოჩიაური "ჯეონიუსთნ" საუბრისას, აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერებას.

ოჩიაურის განცხადებით, ცალსახაა, რომ აგრარული უნივერსიტეტის შემოწმება კომისიამ პოლიტიკური სარჩულით დაიწყო. მისი თქმით, ავტორიზაციის შეწყვეტისას არავითარი პროცედურა  არ ყოფილა დაცული.

"ამის შესახებ კანონში არსებობს ჩანაწერი, როდესაც საჩივარი შედის კომისიაში, არ არის აუცილებელი კომისიამ ჩაატაროს შემოწმება. კანონში ავტორიზაციის  შეჩერების შესახებ არ წერია.  კომისია ან უწყვეტს ავტორიზაციას,  ან მას აძლევს გონივრულ ვადას შეცდომების გამოსასწორებლად. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არავითარი ვადა კომისიას არ მიუცია. ცალსახაა კომისია, რომელმაც აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია შეუწყვიტა, 2010 წელს მანვე მიანიჭა სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტს ეს უფლება. აშკარა, რომ კომისის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა ოჩიაურმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43