საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა გაიმართა

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 17:24

მთავრობის კანცელარიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ალექსი პეტრიაშვილის თავმჯდომარეობით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის სხდომა დღეს გაიმართა, რომელსაც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი ესწრებოდა. სხდომაზე საქართველოს ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების სქემა დამტკიცდა. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს დეტალურ ამოცანებს შესაბამისი უწყებებისთვის სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ფაზის ფარგლებში, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ჰარმონიზაციის განხორციელებას.

შეგახსენებთ, რომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა მიმდინარე წლის 25 თებერვალს ევროკომისარმა საშინაო საკითხებში სესილია მალსტრომმა საქართველოს მთავრობას თბილისში ვიზიტისას გადმოსცა. გეგმა, რომელიც შედგება ორი ფაზისგან: საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და იმპლემენტაცია, მიზნად ისახავს ტექნიკურ დონეზე საქართველოს მზაობას ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45