საქართველოს ხელისუფლება ობამას ადმინისტრაციას მოუწოდებს, მეგობრული რჩევა მისცენ სააკაშვილს - The Hill

ხუთშაბათი, 14 მარტი, 2013 - 16:10

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ობამას ადმინისტრაციას მიმართავს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს მისცენ მეგობრული რჩევა პარლამეტის დათხოვნასთან დაკავშირებით და დაეხმარონ საკონსტიტუციო კრიზისთან გამკლავებაში, - წერს ამერიკის კონგრესის გაზეთი The Hill.

"ცუდი არ იქნება, თუ საქართველოს მეგობრები, რომლებიც სააკაშვილის მეგობრებიც არიან, მეგობრულ რჩევას მისცემენ მას, რაც ძალიან კარგი იქნება მისი ქვეყნისთვის", - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოცემა ციტირებს.

გამოცემის ინფორმაციით, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ არ დაითხოვდა პარლამენტს, თუმცა "ქართული ოცნების" თქმით, ეს მხოლოდ დაპირებებია და არაფერი სხვა.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ დავით უსუფაშვილმა ამერიკის მაღალჩინოსნებთან და კონგრესმენებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ახალი მთავრობა პატივისცემით ეკიდება დემოკრატიულ ფორმებს და ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა ექნება ამერიკასთან.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.06
  • 3.46
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45